ფიფა-ს პრეზიდენტი - ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი შემოსავლების სიდიდის მიხედვით მეორეა სპორტის ყველა სახეობაში #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ილაპარაკა ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონატისგან მიღებულ შემოსავალზე.
„ზოგიერთები გვეკითხებოდნენ, ხომ არ იქნებოდა ეს ძალიან ძვირი. ამბობდნენ, რომ ჩვენ ვერ ვიღებთ საკმარის შემოსავალს და საჭირო იქნებოდა სუბსიდირება.
მაგრამ ჩვენი აზრი ასეთია: თუ საჭირო იქნება სუბსიდირება, ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგან ეს აუცილებელია.
საბოლოოდ, ამ ჩემპიონატმა 570 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოიტანა, ასე რომ არ ვართ წაგებაში. ფული არ დაგვიკარგავს, პირიქით, მივიღეთ სპორტის ყველა სახეობაში შემოსავლის მიხედვით მეორე ტურნირი, რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით მსოფლიო ჩემპიონატს მამაკაცებს შორის“, – განაცხადა ინფანტინომ.
ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 აგვისტოს ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებები შეხვდებიან ერთმანეთს. მატჩი თბილისის დროით 14 საათზე დაიწყება.