ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი ერთი მილიარდი დოლარი იქნება - გამარჯვებული 100 მილიონს მიიღებს #1TVSPORT
ფიფა-ს გადაწყვეტილებით, 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი განახლებული ფორმატით ჩატარდება და მასში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ტურნირის საპრიზო ფონდიც განსაზღვრა. გუნდები ერთ მილიარდ დოლარს გაინაწილებენ. ყველაზე მეტი ჩემპიონს ერგება – 100 მილიონი ევრო.
შეჯიბრება 2025 წლის ივნისსა და ივლისში აშშ-ში ჩატარდება. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე 12 გუნდი ევროპიდან ითამაშებს, 6 – სამხრეთ ამერიკიდან, 6 ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკიდან, 5 – აზიიდან, 2 – აფრიკიდან და 1 – ავსტრალიიდან.
შედარებისთვის, 2022 წლის სანაკრებო მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 440 მილიონი დოლარი იყო. ჩემპიონ არგენტინას 42 მილიონი დოლარი ერგო.