ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატის დროს გუნდების გასახდელებიდან პირდაპირ ტრანსლიაციებს გეგმავს #1TVSPORT
ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატის დროს გუნდების გასახდელებიდან პირდაპირ ტრანსლიაციებს გეგმავს #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) განიხილავს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დროს ეროვნული ნაკრებების გასახდელებში კამერების დამონტაჟებას, – წერს გამოცემა RMC Sport.

გასახდელის კადრები, შესაძლოა, პირდაპირ ეთერში ან მცირე დაყოვნებით გადასცენ. ამ საკითხის შესახებ გადაწყვეტილებას ნოემბერში მიიღებენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ ფიფა უკვე რამდენიმე წელია ეძებს მატჩებისას ვიდეოგადაღებების ახალ მეთოდებს, რათა დააახლოვოს მაყურებელი ფეხბერთელებთან.

ადრე გახდა ცნობილი, რომ ფიფა-მ გადაწყვიტა მსოფლიოს ჩემპიონატის დროს გამოიყენოს თამაშგარე მდგომარეობის დადგენის ნახევრადავტომატური სისტემა.