ფიფა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ოფსაიდის განსაზღვრისთვის ახალი ტექნოლოგიის გამოყენებას იმედოვნებს
ფეხბურთში ტექნოლოგიური ინოვაციების დირექტორმა იოჰანეს ჰოლცმიულერმა გამოაცხადა, რომ ფიფას სურს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის დანერგოს ახალი ტექნოლოგია თამაშგარის გამოსავლენად. ტელეკომპანია „ეი-არ-დი“-სთვის (ARD) მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამ სისტემის ტექნოლოგია განსაზღვრავს ზუსტ მომენტს – როდის დატოვა ბურთმა ფეხბურთელის ფეხი. ეს კი იძლევა შესაძლებლობას – ზუსტად გაავლონ თამაშგარის ხაზი და გაარკვიონ მოთამაშის არასწორი მდგომარეობა.
„ტექნოლოგიის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ დაჩქარდეს თამაშგარის განსაზღვრის მომენტი ვიდეო-რეფერის საშუალებით,“ – განაცხადა ჰოლცმიულერმა.
სისტემა უკვე გამოსცადეს 2019 წელს, კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ ტექნოლოგია ჯერ არ არის მზად გამოყენებისთვის.