ფიფა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ოფსაიდის განსაზღვრისთვის ახალი ტექნოლოგიის გამოყენებას იმედოვნებს

09:56, 04.07.2020

ფეხბურთში ტექნოლოგიური ინოვაციების დირექტორმა იოჰანეს ჰოლცმიულერმა გამოაცხადა, რომ ფიფას სურს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის დანერგოს ახალი ტექნოლოგია თამაშგარის გამოსავლენად. ტელეკომპანია „ეი-არ-დი“-სთვის (ARD) მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამ სისტემის ტექნოლოგია განსაზღვრავს ზუსტ მომენტს – როდის დატოვა ბურთმა ფეხბურთელის ფეხი. ეს კი იძლევა შესაძლებლობას – ზუსტად გაავლონ თამაშგარის ხაზი და გაარკვიონ მოთამაშის არასწორი მდგომარეობა.

„ტექნოლოგიის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ დაჩქარდეს თამაშგარის განსაზღვრის მომენტი ვიდეო-რეფერის საშუალებით,“ – განაცხადა ჰოლცმიულერმა.

სისტემა უკვე გამოსცადეს 2019 წელს, კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ ტექნოლოგია ჯერ არ არის მზად გამოყენებისთვის.

მსგავსი