ფიფა-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე ნომინანტები გამოაცხადა #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) დაასახელა კანდიდატები The Best-ის პრემიაზე, რომელიც 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.
სიაში მოხვდნენ: ქარიმ ბენზემა (რეალი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი), ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი), ჟორჟინიო (ჩელსი), ნ’გოლო კანტე (ჩელსი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი), ლიონელ მესი (პარი სენ-ჟერმენი), ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი) და მოჰამედ სალაჰი (ლივერპული).
გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემის შედეგად, რომელიც 2021 წლის 22 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე გაიმართება.
The Best-ის პრიზების გადაცემის ცერემონია 2022 წლის 17 იანვარს გაიმართება.