ფიფა-მ არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის წინააღმდეგ საქმე აღძრა #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დისციპლინარული საქმე აღძრა არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის წინააღმდეგ, ნაკრების ფეხბურთელთა საქციელის გამო, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ.
ფინალში არგენტინამ პენალტების სერიაში მოუგო საფრანგეთს. ჩემპიონატის საუკეთესო მეკარის პრიზის მიღების შემდეგ არგენტინელთა მეკარემ, ემილიანო მარტინესმა უხამსი ჟესტის დემონსტრირება მოახდინა, რითიც შოკში ჩააგდო გულშემატკივრები და ორგანიზატორები. მატჩის შემდეგ, გასახდელში იმავე მარტინესმა საფრანგეთის ნაკრების ფორვარდის, კილიან მბაპეს სახელზე წუთიერი დუმილი გამოაცხადა, ბუენოს აირესში საჩემპიონო აღლუმის დროს კი თოჯინით ხელში ზეიმობდა, რომელსაც თავზე მბაპეს ფოტო ჰქონდა მიკრული.
აღნიშნავენ, რომ ფიფა-ს სადისციპლინო კომიტეტი გამოიძიებს არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის მხრიდან შესაძლო დარღვევას სადისციპლინო კოდექსის მე-11 („შეურაცხმყოფელი საქციელი და პატიოსანი თამაშის პრინციპების დარღვევა“) და მე-12 („მოთამაშეებისა და ოფიციალური პირების არასამართლებრივი საქციელი) მუხლების მიხედვით.