ფიფა ითხოვს ყველა იმ კონტრაქტის ავტომატურად გაგრძელებას, რომელსაც ვადა ზაფხულში ეწურება
ფიფა ითხოვს ყველა იმ კონტრაქტის ავტომატურად გაგრძელებას, რომელსაც ვადა ზაფხულში ეწურება

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას სურს, რომ მოთამაშეებისა და მწვრთნელების კონტრაქტები, რომლებსაც ვადა ივნისში ეწურებოდათ, ავტომატურად გაგრძელდეს მიმდინარე სეზონის ბოლომდე. ამგვარი ინიციატივა ეფუძნება იმას, რომ სეზონი შეჩერებულია კორონავირუსის პანდემიის გამო.

როგორც იტყობინებიან, ამგვარ შეთავაზებაში ხვდება ყველა კონტრაქტი, რომელთა ვადა იწურება 30 ივნისს. ეს წინადადება უნდა განიხილონ სამუშაო ჯგუფის წევრებმა. ოფიციალურად ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

ასევე, ფიფას სურვილია, კლუბებმა და მოთამაშეებმა ერთად მიიღონ გადაწყვეტილება ხელფასებთან დაკავშირებით. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ევროპული კლუბები ისწრაფვიან სახელფასო ბიუჯეტის შემცირებისკენ, რათა შეძლონ საკუთარი ფინანსური დანაკარგების ოპტიმიზაცია.