ფიფა ფეხბურთელების იჯარის აკრძალვას აპირებს
ფიფა ფეხბურთელების იჯარის აკრძალვას აპირებს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ტრანსფერების სისტემის რეფორმირებას აპირებს, – ამის შესახებ  ფრანგული გამოცემა France Football იტყობინება.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება შეიძლება მოთამაშეთა იჯარის სისტემის შეცვლა და მისი საერთოდ გაუქმება გახდეს.

თავის დროზე, ფეხბურთელების იჯარა მათი პროფესიული ზრდისთვის მოიფიქრეს. მაგრამ, დღეისთვის, ფიფას აზრით, იჯარას ამ კონტექსტში აღარავინ იყენებს.

კლუბები აფორმებენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მხოლოდ იმისთვის, რომ მომავალში ისინი სარფიანად გაყიდონ, – მიაჩნია ორგანიზაციას.

წლევანდელ სეზონში, ტურინის “„იუვენტუსმა” 41 ფეხბურთელი გაუშვა იჯარით, „უდინეზემ” – 27, „ჩელსიმ” – 22, „მანჩესტერ სიტიმ” – 18. ამასთან, მოთამაშეები ერთ მატჩსაც არ ატარებენ კლუბში, რომლებშიც სათამაშოდ გადადიან .

საბოლოო გადაწყვეტილებას ფიფას საბჭოს სხდომაზე ამა წლის ოქტომბერში მიიღებენ .