ფიფა 1.5 მილიარდ დოლარს გამოყოფს კორონავირუსის პანდემიის შედეგების ლიკვიდაციისთვის
ფიფა 1.5 მილიარდ დოლარს გამოყოფს კორონავირუსის პანდემიის შედეგების ლიკვიდაციისთვის

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) 25 ივნისს გამოაცხადა, რომ საფეხბურთო კონფედერაციებთან და ეროვნულ ფედერაციებთან დახმარების გეგმა შეათანხმა. კერძოდ, ფიფა 1.5 მილიარდ დოლარს დახარჯავს კორონავირუსის პანდემიის შედეგების ლიკვიდაციისთვის.

საერთაშორისო ფედერაცია გამოიყენებს საკუთარ რეზერვებს, რათა წარუდგინოს ეროვნულ ფედერაციებს სხვადასხვა სახის გრანტი, აგრეთვე, უპროცენტო კრედიტები ფინანსური დანაკარგების დასაფარად.

თითოეულ ეროვნულ ფედერაციას (სულ 211) წარუდგენენ სოლიდარობის უნივერსალურ განტს ერთი მილიონი დოლარის ოდენობით. დამატებით 500 ათასი გამოიყოფა ქალთა ფეხბურთის დასახმარებლად. გარდა ამისა, თითოეული კონფედერაცია მიიღებს გრანტს 2 მილიონი ევროს ოდენობით.

ასევე ფედერაციები და კონფედერაციები შეძლებენ უპროცენტო კრედიტების მიღებას – თანხა გაუტოლდება ამ ორგანიზაციების წლიური შემოსავლის 35 პროცენტს.