FIBA - საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ისტორიული შედეგისთვის იბრძოლებს, თუმცა პირველი ნაბიჯი რთული ჯგუფიდან გასვლა იქნება #1TVSPORT
FIBA - საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ისტორიული შედეგისთვის იბრძოლებს, თუმცა პირველი ნაბიჯი რთული ჯგუფიდან გასვლა იქნება #1TVSPORT

ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე ვრცელი სტატია მიეძღვნა საქართველოს ნაკრებს, რომლის სიტყვასიტყვით თარგმანი ჩვენი ვებგვერდის მკითხველსაც დააინტერესებს.

თორნიკე შენგელია და საქართველო ლიმასოლში ხმამაღალი სიტყვის თქმას შეეცდებიან.

საქართველო ორჯერ გავიდა ევრობასკეტის მეორე რაუნდში.

შეუძლიათ თუ არა მათ ამ ზაფხულს იმავეს გამეორება?

საქართველომ კონტინენტურ ასპარეზზე თავი უკვე დაიმკვიდრა, ზედიზედ მეექვსედ გამოდის ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე. ქართველები ორჯერ გავიდნენ პირველი რაუნდიდან და ამ ზაფხულს მესამედ ეცდებიან გასვლას.

საქართველო სადებიუტო ევრობასკეტზე, 2011 წელს მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და ისტორიაში საუკეთესო მე-11 ადგილი დაიკავა.

ოთხი წლის შემდეგ ქართველები მერვედფინალში გავიდნენ, მაგრამ ლიეტუვასთან დამარცხდნენ.

2022 წელს საქართველომ მასპინძლის რანგში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი წლევანდელ ევრობასკეტში დიდი ამბიციებით ჩაერთვება, თუმცა თოკო შენგელიამ, გოგა ბითაძემ, სანდრო მამუკელაშვილმა და კომპანიამ იციან, რომ ისტორიის შესაქმნელად ჯერ კვიპროსში რთული ჯგუფიდან უნდა გავიდნენ.

 

C ჯგუფი

28 აგვისტო: VS ესპანეთი – 16:00
30 აგვისტო: VS იტალია – 16:00
31 აგვისტო: VS საბერძნეთი – 16:00
2 სექტემბერი: VS  კვიპროსი 19:15
4 სექტემბერი: VS ბოსნია და ჰერცეგოვინა – 16:00

 

ვარსკვლავი

თოკო შენგელია საქართველოს ნაკრების გული და სულია. მან ეს არაერთხელ აჩვენა, ცდილობს, რაც შეიძლება მეტ საკვალიფიკაციო მატჩში დაეხმაროს ნაკრებს.

იგი მეოთხე ევრობასკეტზე ითამაშებს, 2013 წლის ტურნირი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა. მხრის ტრავმის გამო კი 2022 წელს ვერ ითამაშა.

33 წლის ასაკში შენგელია ტემპს არ აგდებს – გასული სეზონის შემდეგ გრძელვადიანი კონტრაქტით „ბარსელონას“ შეუერთდა.

შენგელია 2023 წელს საქართველოს დაეხმარა ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაში და საშუალოდ 15.5 ქულა, 4 მოხსნა და 2.5 ჩაჭრა დააგროვა.

მისი ბოლო ევრობასკეტი 2017 წლით თარიღდება, როდესაც 18.8 ქულა, 7.8 მოხსნა და 3.2 პასი დააგროვა. ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე მისი მაჩვენებლები შესანიშნავი იყო – 22.8 ქულა, 7.2 მოხსნა და 3.8 პასი.

 

ისტორია

საქართველომ ორჯერ მიაღწია თექვსმეტეულს, 2011 წელს ლიეტუვაში მე-11 ადგილი დაიკავა. ხოლო 2015 წელს მერვედფინალში ლიეტუვას მთელი თამაში სჯობნიდა, მაგრამ საბოლოოდ 81-85 დამარცხდა და საფრანგეთში მე-15 ადგილი დაიკავა.

2022 წელს ქართველები გარკვეულწილად იმედგაცრუებულები იყვნენ, რადგან, საშინაო მოედნის უპირატესობის მიუხედავად, ჯგუფიდან ვერ გავიდნენ და მხოლოდ ერთი მოგებით დაასრულეს ასპარეზობა.

შესაძლოა, ეს მათი მოტივაცია იყოს ევრობასკეტი 2025-ზე, რომ პირველად მოხვდნენ ტოპ-10-ში.

ოთარ ქორქია

 

ევრობასკეტის ბომბარდირები

ოთარ ქორქია – 36 მატჩი, 357 ქულა.

თოკო შენგელია – 19 მატჩი, 257 ქულა.

მანუჩარ მარკოიშვილი – 23 მატჩი, 246 ქულა.

გიორგი შერმადინი – 29 მატჩი, 227 ქულა.

ვიქტორ სანიკიძე – 19 მატჩი, 220 ქულა.

ზაზა ფაჩულია – 16 მატჩი,  216 ქულა.

ზურაბ საკანდელიძე – 36 მატჩი, 201 ქულა.

გიორგი ცინცაძე – 27 მატჩი, 170 ქულა.

დუდა სანაძე – 19 მატჩი, 149 ქულა.

მიხეილ ქორქია – 20 მატჩი, 129 ქულა.

 

ევრობასკეტი 2025–ის საკვალიფიკაციო

G ჯგუფში მე-2 ადგილი

დანია 75-69 საქართველო
საქართველო 63-76 სერბეთი
ფინეთი 83-90 საქართველო
საქართველო 81-64 ფინეთი
საქართველო 62-60 დანია
სერბეთი 63-54 საქართველო