ფიბა-ს პუბლიკაცია საქართველოს ნაკრებზე - დებიუტანტი გუნდი მზადაა დაამტკიცოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ღირსეული ნაწილია #1TVSPORT
ფიბა-ს პუბლიკაცია საქართველოს ნაკრებზე - დებიუტანტი გუნდი მზადაა დაამტკიცოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ღირსეული ნაწილია #1TVSPORT

მსოფლიოს მთავარ საკალათბურთო საიტზე (FIBA.COM) გამოქვეყნდა საინტერესო პუბლიკაცია საქართველოს ნაკრების შესახებ. გთავაზობთ სტატიის თარგმანს.

„საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტია, თუმცა ეცდება დაამტკიცოს, რომ მუნდიალის ღირსეული ნაწილია.

 

შემადგენლობა

„ჯვაროსნების“ შემადგენლობაში თამაშობენ საქართველოს ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელები – თორნიკე „თოკო“ შენგელია და გიორგი შერმადინი.

ეს ვეტერანები მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე გუნდის გამორჩეული მექულეები იყვნენ: შენგელია საშუალოდ 19.5 ქულასა და 7.6 მოხსნას აგროვებდა, შერმადინი – 16.3 ქულას.

გამოცდილ ვარსკვლავებს შეუერთდა ახალგაზრდა თაობის ორი წარმომადგენელი – გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი, ვეტერანი უკანახაზელები – დუდა სანაძე, თად მაკფადენი (არაფერია ნათქვამი ნაკრების რეკორდსმენზე, გიორგი ცინცაძეზე – ავტ.) და 22 წლის გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი.

 

შეკითხვა

როგორ იმოქმედებს მუნდიალის მკაფიო ნათება საქართველოზე?

2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატს ორი დებიუტანტი ჰყავდა: მონტენეგრო და ჩეხეთი. პირველმა 25-ე ადგილი დაიკავა, ჩეხეთმა – მე-6, მეოთხდფინალში ავსტრალიასთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს ხარისხი ნამდვილად არ აკლია. ჰყავს კალათბურთელები ევროპის წამყვანი კლუბებიდანაც და NBA-დანაც. შემადგენლობა საკმარისად გამოცდილია. საკითხავია, რამდენად კარგად აუღებს ალღოს გუნდი ასეთი დონის შეჯიბრებას.

თუმცა საქართველო მარტო არ არის – დებიუტანტები არიან ლატვია, კაბო ვერდე და სამხრეთ სუდანი.

 

იმედი

„ჯვაროსნებს“ ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი წვრთნის. მის გუნდში სათამაშო წუთების დიდ უმეტესობას ვეტერანები ითვისებენ: შენგელია ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია; გიორგი შერმადინი კი გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

მათ კარგად უდგანან გვერდში ბითაძე, მამუკელაშვილი, მაკფადენი და სანაძე. ძალიან სახიფათოა მაკფადენის შორეული ტყორცნები.

ევრობასკეტზე მამუკელაშვილი ქართველების ბომბარდირი იყო: 15.2 ქულა და 11 მოხსნა საშუალოდ. ამავე შეჯიბრებაში ბითაძე სარგებლიანობის კოეფიციენტით გამოირჩა – 13.8 (საშუალოდ 10 ქულა და 6.8 მოხსნა).

არ უნდა გამოგვჩეს მაკფადენის სტატისტიკა: 18.8 ქულა, 3.6 მოხსნა, 4.3 პასი, 1.3 ჩაჭრა.

 

საფრთხე

საქართველოს ნაკრებს სჭირდება სათადარიგოთა სკამის „სიღრმე“. ევრობასკეტი 2022-ზე, რომელიც შენგელიამ ტრავმის გამო გამოტოვა, დანარჩენი ლიდერები ძალიან დაიტვირთნენ – მამუკელაშვილი და მაკფადენი 35-35 წუთს თამაშობდნენ.

ისეთ მარათონულ ტურნირზე, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია, მოთამაშეთა ენერგიის თანაბრად გადანაწილება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე აუცილებელია მენტალური და ფიზიკური მზადყოფნა.

საქართველოს ჯგუფში კაბო ვერდე და ვენესუელა ჰყავს და დიდია ალბათობა, რომ შეჯიბრება წარმატებით დაიწყოს, მაგრამ მთლიან ტურნირზე შედეგის საჩვენებლად აუცილებელია, ლიდერებს სათადარიგოებიც სათანადოდ დაეხმარნონ.

 

ბოლო 10 ტურნირი