ფიბა-ევროპის თასზე თსუ „კერავნოსთან“ ბოლო წამებზე დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონმა ფიბა-ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოსწინა ტურის მატჩი კვიპროსში ითამაშა.
ჯგუფის აუტსაიდერთან თსუ-მ შეხვედრა ბოლო წამებზე დათმო – 84:79 (28:21, 18:17, 22:18, 16:23) „კერავნოსის“ სასარგებლოდ.
ქართველები და კვიპროსელები ჯგუფში ექვს-ექვსი ქულით ბოლო ადგილებს ინაწილებენ, იტალიური „ვარეზე“ მეორე პოზიციაზეა, გერმანული „გოტინგენი“ კი 8 ქულით პირველ ადგილს იკავებს და ერთი მატჩი თადარიგში აქვს.
აღსანიშნავია, რომ „კერავნოსი“ ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც ფიბა-ევროპის მიმდინარე ტურნირზე ერთი მატჩიც არ ჰქონდა მოგებული.