ფესტივალი „ბაღია ჩვენი ქვეყანა“ - ფოლკლორის ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა
ფესტივალი „ბაღია ჩვენი ქვეყანა“ - ფოლკლორის ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძისა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის გიორგი დონაძის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენცია ეძღვნება Check-in Georgia-ს ფარგლებში გასამართ ფესტივალს – „ბაღია ჩვენი ქვეყანა“.

15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ექვსი თბილისური ანსამბლი – ადილეი ანჩისხატი დიდგორი იალონი ნანინა შავნაბადა – საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს.

თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.

პრესკონფერენციის დასასრულს რამდენიმე ქართულ ხალხურ სიმღერას შეასრულებს ანსამბლი დიდგორი, რომელიც 15 აპრილს პირველ კონცერტს გამართავს ზესტაფონის ხელოვნებისა და შემოქმედების ცენტრის დარბაზში.

დატოვე კომენტარი