მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, მაქს ფერსტაპენმა 2024 წლის სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა – მან, კარიერაში პირველად, დამაჯერებელ სტილში მოიგო ჩინეთის გრანპრი.
„რედ ბულის“ ნიდერლანდელმა პილოტმა პოულიდან (ეს იყო „რედ ბულის“ ისტორიაში მე-100 პოული) აიღო სტარტი და მთელი დისტანცია ლიდერობდა. გამონაკლისი იყო რამდენიმე წრე პირველი პიტსტოპის შემდეგ, როცა მის მდევრებს ჯერ არ ჰქონდათ შეცვლილი საბურავები.
ფერსტაპენისთვის ასევე ხელი არ შეუშლია ორჯერ ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლას – პირველად ეს ვალტერი ბოტასის მანქანის დაზიანების გამო მოხდა, მეორედ კი – რესტარტისას იუკი ცუნოდას, ლენს სტროლსა და კევინ მაგნუსენს შორის მომხდარი ავარიის დროს. ბოლოსკენ ფერსტაპენმა ისევ გაზარდა უპირატესობა და რბოლა 13-წამიანი უპირატესობით მოიგო.
რბოლის შუაში მეორე ადგილზე გადასვლა შეძლო ლანდო ნორისმა, იმ დროს, როცა სერხიო პერესი მეოთხე პოზიციამდე დაქვეითდა. ძალიან მალე პერესმა მოახერხა შარლ ლეკლერის დაწევა და გასწრება, მაგრამ ნორისთან ბრძოლა ვეღარ შეძლო. ასე რომ, ამჯერად „რედ ბულს“ დუბლის შესრულება არ გამოუვიდა.
საბოლოოდ, ლეკლერმა მეოთხე ადგილი დაიკავა, მისმა პარტნიორმა, კარლოს საინსმა მეხუთე – ესპანელი სეზონში პირველად აღმოჩნდა საპრიზო სამეულის მიღმა.
ყურადღების ცენტრში იყო ლუის ჰემილტონი, რომელმაც ჩააგდო კვალიფიკაცია და მე-18 პოზიციიდან აიღო სტარტი. საბოლოოდ, ბრიტანელმა შეძლო გარღვევა მეცხრე ადგილამდე და ორი ქულა ჩაიწერა საერთო ჩათვლაში.
მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპი ორი კვირის შემდეგ მაიამიში გაიმართება.
ჩინეთის გრანპრი
შანხაი. 56 წრე, 305.066 კმ
- მაქს ფერსტაპენი (Red Bull, ნიდერლანდები) – 1:40.52,554
- ლანდო ნორისი (McLaren, ბრიტანეთი) – +13,773
- სერხიო პერესი (Red Bull, მექსიკა) – +19,160
- შარლ ლეკლერი (Ferrari, მონაკო) – +23,623
- კარლოს საინსი (Ferrari, ესპანეთი) – +33,983
- ჯორჯ რასელი (Mercedes, ბრიტანეთი) – +38,724
- ფერნანდო ალონსო (Aston Martin, ესპანეთი) – +43,414
- ოსკარ პიასტრი (McLaren, ავსტრალია) – +56,198
- ლუის ჰემილტონი (Mercedes, ბრიტანეთი) – +57,986
- ნიკო ჰიულკენბერგი (Haas, გერმანია) – +60.476
- ესტებან ოკონი (Alpine, საფრანგეთი) – +62,812
- ალექს ალბონი (Williams, ტაილანდი) – +65,506
- პიერ გასლი (Alpine, საფრანგეთი) – +69,223
- გუანიუი ჟოუ (ზაუბერი, ჩინეთი) – +71,689
- ლენს სტროლი (Aston Martin, კანადა) – +82,786
- კევინ მაგნუსენი (Haas, დანია) – +87,533
- ლოგან სარჯენტი (Williams, აშშ) – +95,110
- დანიელ რიკარდო (RB, ავსტრალია) – უფინიშოდ
- იუკი ცუნოდა (RB, იაპონია) – უფინიშოდ
- ვალტერი ბოტასი (ზაუბერი, ფინეთი) – უფინიშოდ
საერთო ჩათვლა
- მაქს ფერსტაპენი – 110 (4 მოგება)
- სერხიო პერესი – 85
- შარლ ლეკლერი – 76
- კარლოს საინსი – 69 (1)
- ლანდო ნორისი – 58
- ოსკარ პიასტრი – 38
- ჯორჯ რასელი – 33
- ფერნანდო ალონსო – 31
- ლუის ჰემილტონი – 19
- ლენს სტროლი – 9
- იუკი ცუნოდა – 7
- ოლივერ ბერმანი – 6
- ნიკო ჰიულკენბერგი – 4
- კევინ მაგნუსენი – 1
კონსტრუქტორთა თასი
- რედ ბული – 195
- ფერარი – 151
- მაკლარენი – 96
- მერსედესი – 52
- ასტონ მარტინი – 40
- RB – 7
7. ჰაასი – 5