ფერსტაპენი შეიძლება „მერსედესში“ გადავიდეს - 150 მილიონი ოდენობის ხელფასით #1TVSPORT
ფორმულა 1-ის გუნდის „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი შეიძლება „მერსედესში“ გადავიდეს.
როგორც გამოცემა F1-Insider წერს, ფერსტაპენი უახლოეს უქმეებზე გასამართი მაიამის გრანპრის შემდეგ შეხვდება „მერსედესის“ ხელმძღვანელობას.
კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს 2025 წლიდან, ხოლო ნიდერლანდელი პილოტის ხელფასი გაუტოლდება 150 მილიონ ევროს პრემიებისა და სპეციალური გადახდების გათვალისწინებით.
26 წლის ფერსტაპენი ფორმულა 1-ში ბოლო სამ სეზონში ჩემპიონი გახდა.