ფერნანდო ტორესი იაპონიის "საგან ტოსუში" გადავიდა
ფერნანდო ტორესი იაპონიის "საგან ტოსუში" გადავიდა

ცნობილი ესპანელი ფორვარდი ფერნანდო ტორესი ოფიციალურად წარადგინეს ახალ კლუბში. 34 წლის ფეხბურთელი იაპონიის ჩემპიონატში “საგან ტოსუს” რიგებში ითამაშებს, – წერს კლუბის ოფიციალური “ტვიტერი”.

კონტრაქტის დეტალები უცნობია, თუმცა, ადრე პრესაში იწერებოდა იმის შესახებ, რომ ფერნანდო ტორესის წლიური ხელფასი დაახლოებით 6 მილიონი ევრო იქნება.

აღვნიშნავთ, რომ ტორესი მეორე ესპანელია, რომელიც ამ ზაფხულს იაპონიის ჩემპიონატში სათამაშოდ წავიდა. უფრო ადრე, “ვისელ კობეს” ფეხბურთელი გახდა ანდრეს ინიესტა.
ფერნანდო ტორესმა ბოლო ორი სეზონი მადრიდის “ატლეტიკოში” გაატარა და ევროპის ლიგის გამარჯვებული გახდა.