ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ფერნანდო იერომ ორგანიზაციის სპორტული დირექტორის პოსტი დატოვა.
50 წლის ესპანელი ამ თანამდებობაზე 2007-11 წლებში მუშაობდა, მეორედ კი ეს პოსტი 2017 წლის ნოემბერში ჩაიბარა.
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა კაპიტანმა მსოფლიო ჩემპიონატზე დროებით ჩაიბარა ესპანეთის ნაკრები მთავარი მწვრთნელის, ხულენ ლოპეტეგის გათავისუფლების შემდეგ. იეროს ხელმძღვანელობით გუნდმა მერვედფინალში პენალტების სერიაში წააგო რუსეთთან.