სერხიო რამოსი - ისეთი შეგრძნებაა, თითქოს დაკრძალვაზე ვართ
სერხიო რამოსი - ისეთი შეგრძნებაა, თითქოს დაკრძალვაზე ვართ

ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ხულენ ლოპეტეგის გადაყენების შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დაკრძალვაზე ვიმყოფებით. არადა, ეს მსოფლიოს ჩემპიონატია. რაც შეძლება სწრაფად უნდა წავიდეთ წინ. რა თქმა უნდა, უსიამოვნო მომენტი გვქონდა. ხულენ ლოპეტეგი ჩვენი გუნდის ნაწილი იყო, დაგვეხმარა საკვალიფიკაციოს გავლაში. მაგრამ, მგონია, რომ ესპანეთის ნაკრები ყველანაფერ ამაზე მაღლა დგას. ახლა ევროპის ჩემპიონებთან გვიწევს თამაში და რაც უფრო მალე დავივიწყებთ მომხდარს, მით უკეთესი ჩვენთვის. მე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოცნებით ჩამოვედი. ეს პირველი ტურნირია, რომელზეც კაპიტანი ვიქნები. ჩემს ქვეყანასა და ჩემს გუნდს წინ გავუძღვები. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია”, – განაცხადა რამოსმა.

ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე დაითხოვეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ მწვრთნელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ზურგსუკან აწარმოებდა მოლაპარაკებებს მადრიდის “რეალთან”.

ესპანელთა დამრიგებელი მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, ფერნანადო იერო იქნება.