ფორმულა 1-ის პილოტი ფერნანდო ალონსო სერიოზულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა: ველოსიპედით სეირნობისას, ესპანელს მანქანა დაეჯახა.
“პირველმა რენტგენოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ალონსომ ყბა გაიტეხა და რამდენიმე კბილი დაკარგა. მან, შესაძლოა, სეზონის სტარტი გამოტოვოს”, – დაწერა “გაძეტა დელო სპორტმა”.
2021 წელს ალონსო სამწლიანი პაუზის შემდეგ უნდა დაბრუნდეს ფორმულა 1-ში. ის საჯინიბო “ალპინის” წევრია, რომელმაც “რენოს” ადგილი დაიკავა.
ფერნანდო ალონსო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია (2005, 2006) – ორივე ტიტული “რენოს” რიგებში მოიგო.
ფორმულა 1-ში წინასასეზონო ტესტები 12 მარტს, ბაჰრეინში დაიწყება. ჩემპიონატის პირველი რბოლა საჰირის ტრასაზე 28 მარტს გაიმართება.