ესპანელმა ავტომრბოლმა ფერნანდო ალონსომ თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და არ გამორიცხა ფორმულა 1-ში დაბრუნების ვარიანტი. უფრო ადრე, ცნობილი გახდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ალონსო დატოვებს „ტოიოტას“, რომელიც ამტანობაზე საავტომობილო სერიაში (WEC) გამოდის.
„გადავწყვიტე დროებით წავიდე ჩემპიონატიდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოდესმე დავბრუნდები WEC-ში. მე მომწონს ეს რბოლები. მე რომ კიდევ ერთი წლით გამეხანგრძლივებინა კონტრაქტი, მაშინ სხვა ვარიანტებს დავკარგავდი, რომლებიც შეიძლება მოგვიანებით გამოჩნდეს.
მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის, ასე რომ, 2020 წელს შემიძლია დავბრუნდე ფორმულა 1-ში ან გამოვიდე ინდიკარში. ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს ორ თვეში. განვიხილავთ თუ არა რალი-რეიდ „დაკარში“ გამოსვლას? დიახ, ასეთი ვარიანტი არსებობს. მაქვს ორი-სამი იდეა და ორი კვირის შემდეგ, მათ შესახებ გამოვაცხადებ“, – განაცხადა ალონსომ „ფ1ნიუსთან“ (F1News) კომენტარში.
ფერნანდო ალონსო ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.