ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ წარუმატებლად დაიწყო კარიერა რალი-რეიდში.
ესპანელმა პილოტმა თავის შტურმანთან მარკ კომასთან ერთად სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის მეხუთე ეტაპზე აიღო სტარტი. ისინი Toyota Hilux-ის ავტომობილით გამოდიან.
დებიუტი რთული გამოდგა. რბოლის მსვლელობისას, ალონსო ავარიაში მოხვდა და მისი მანქანა ამოტრიალდა. თუმცა, მოგვიანებით ესპანელმა შეძლო ტრასაზე დაბრუნება.
ცნობილია, რომ ალონსო ემზადება 2020 წელს, ლეგენდარულ რალი-რეიდზე „დაკარზე“ გამოსავლელად, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართება. თუმცა, ოფიციალურად ეს დადასტურებული არ არის.
ფერნანდომ 2018 წელს დატოვა ფორმულა 1 და ამის შემდეგ, ამტანობაზე რბოლებში გამოდიოდა. ასევე ინდიკარის ეტაპებზე სცადა ბედი. ფორმულა 1-დან წასვლის შემდეგ, მისი ყველაზე დიდი წარმატება იყო ლეგენდარული „ლე მანის 24 საათის“ მოგება.