ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ, შესაძლოა, 2020 წელს, მონაწილეობა ლეგენდარულ რალი-რეიდში – „დაკარში“ მიიღოს, – ამის შესახებ ესპანური გაზეთი AS წერს.
Toyota-ს ხელმძღვანელობამ ესპანელს უფლება მისცა მოლაპარაკებები ეწარმოებინა „დაკარში 2020“-ში გამოსვლაზე. ასევე არ არის გამორიცხული, რომ 2020 წელს, ალონსომ კლასიკურ რალიში სცადოს ბედი, კერძოდ, მონტე კარლოს ეტაპზე გამოვიდეს.
ცნობილია, რომ 2019 წელს, ესპანელი ავტომრბოლი ავტომარათონში – „დაიტონას 24 საათი“ იასპარეზებს, აგრეთვე, მონაწილეობას მიიღებს ლეგენდარულ რბოლებში – „ლე მანის 24 საათი“ და „ინდიანაპოლისის 500 მილი“.
აღვნიშნავთ, რომ 2020 წელს, „დაკარი“, შესაძლოა, აფრიკაში დაბრუნდეს. 2019 წელს კი არსებობს საფრთხე, რომ ავტომარათონი საერთოდ არ გაიმართოს, რადგან სამხრეთ ამერიკის არც ერთმა ქვეყანამ, მისი მასპინძლობის სურვილი არ გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ, ალონსომ „სამეფო რბოლები“ დატოვა.