როგორც ავტორიტეტული იტალიური გაზეთი La Gazzetta dello Sport წერს, მალე ფორმულა 1-ის საჯინიბო „ფერარიში“ ხელმძღვანელობა შეიცვლება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაურიციო არივაბენე პრეზიდენტის პოსტს დატოვებს. მისი ადგილი კი მატიას ბინოტომ უნდა დაიკავოს.
აღნიშნავენ, რომ ამ ორ ფუნქციონერს შორის უკვე დიდი ხანია კონფლიქტი არსებობს და სწორედ ეს გახდა 2018 წლის სეზონის წაგების მიზეზი როგორც პირად ჩათვლაში, ასევე კონსტრუქტორთა თასზე.
ბინოტო თავისი მოვალეობების შესრულებას 2019 წლის სეზონის დაწყებამდე უნდა შეუდგეს.