იტალიური საჯინიბო „ფერარი“ გეგმავს თავისი ერთ-ერთი პილოტის შარლ ლეკლერის დიდი ხნით შენარჩუნებას. იტალიელებმა 21 წლის მონაკოელ პილოტს 2024 წლის ბოლომდე შესთავაზეს კონტრაქტი, – დაწერა „სქაი სპორტსმა“ (Sky Sports).
ლეკლერის ამჟამინდელი კონტრაქტი იტალიურ გუნდთან 2022 წლის ბოლომდეა ძალაში. მაგრამ „ფერარი“ მზად არის უფრო გრძელი ხელშეკრულების გასაფორმებლად, თანაც გაუმჯობესებულ პირობებზე.
დღეისთვის, ლეკლერის პარტნიორი „ფერარიში“ სებასტიან ფეტელი 30 მილიონს იღებს წელიწადში, მონაკოელი – ათჯერ ნაკლებს.
მიმდინარე სეზონში ლეკლერი 120 ქულით მეოთხე ადგილზეა გენერალურ კლასიფიკაციაში.