„ფერარი“ ფორმულა 1-დან გასვლით იმუქრება
„ფერარი“ ფორმულა 1-დან გასვლით იმუქრება

„ფერარის“ პრეზიდენტმა სერჯო მარიკონემ აღიარა მასსა და Liberty Media-ს შორის არსებული უთანხმოებები ფორმულა 1-ის განვითარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მანდ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა.

Liberty Media ფორმულა 1-ის ახალი მფლობელი გახლავთ.

„დიალოგი სერიის მფლობელებთან დაწყებულია და ის აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს დრო 2020 წლამდე იმისთვის, რომ ვიპოვნოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც „ფერარის“ დააკმაყოფილებს. ფორმულა 1-ის დატოვების მუქარა სავსებით სერიოზულია. პრობლემები არსებობს, ჩვენ მას არ ვმალავთ. ყველანაირი ხელშეკრულება 2020 წლის ბოლომდე გვაქვს გაფორმებული, რის შემდეგაც, შეიძლება „ფერარი“ მართლაც წავიდეს. ჩვენი სპორტის ინტერესებშია, რომ ვიპოვოთ გამოსავალი, მაგრამ არსებობს რამდენიმე მომენტი, რომელსაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით“, – განაცხადა მარკიონემ.

შეგახსენებთ, რომ იტალიური გუნდისა და Liberty Media-ს შორის უთანხმოების მიზეზი „ფერარის“ მხრიდან უკმაყოფილება გახდა ახალი სარბოლო რეგლამენტის მიმართ, რომელიც 2021 წლიდან უნდა შევიდეს ძალაში.