ფერან ტორესმა დამატებით დროში გაიტანა და ესპანეთი არგენტინასთან დააწინაურა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ ესპანეთის ნაკრებმა ანგარიში გახსნა.
მატჩის 106-ე წუთზე, ნიკო უილიამსის გადაცემის შემდეგ გოლი ფერან ტორესმა გაიტანა და ესპანეთი 1:0 დააწინაურა.
ეს ფერანისთვის პირველი გოლია მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ესპანეთს მსოფლიო ჩემპიონატი 2010 წელს აქვს მოგებული, არგენტინას კი – 1978, 1986 და 2022 წლებში.