ფერან ტორესი – არგენტინასთან ფინალში კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ესპანეთი გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობს #1TVSPORT

11:47, 20.07.2026

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გოლის ავტორმა, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ფერან ტორესმა არგენტინასთან მოგებულ (1:0) შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

„ჩვენთვის კარგი თამაში გამოვიდა. გულშემატკივრებისგან შორს ვიყავით, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა მათ ისე ეგრძნოთ თავი, თითქოს სტადიონზე იყვნენ.

ყველა ფინალი რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეტოქე გუნდის შემადგენლობაში მესი თამაშობს. ასეთ დროს ყოველთვის არის გარკვეული მღელვარება.

ჩვენ საკუთარი თავის ერთგულნი დავრჩით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და ვფიქრობ, არგენტინასთან ფინალში კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ გამორჩეული სტილი გვაქვს“, – განაცხადა ფერან ტორესმა.

ტორესის მიერ მატჩის 106-ე წუთზე გატანილი გოლით ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ მოიგო.

მსგავსი