„ფენერბახჩე“ თომას მიულერს კონტრაქტს შესთავაზებს #1TVSPORT
ოფიციალურად არის ცნობილი, რომ თომას მიულერი ამ სეზონის შემდეგ დატოვებს „ბაიერნს“. ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ აგრძელებს კონტრაქტს მიუნხენურ კლუბთან.
როგორც ვარაუდობენ, 35 წლის ფორვარდს არ ექნება სხვა კლუბებისგან შეთავაზებების ნაკლებობა. მიულერისთვის კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება გახდეს თურქეთი.
როგორც თურქული გამოცემა Sporx წერს, „ფენერბახჩე“ მზად არის შესთავაზოს ვეტერანს ერთწლიანი კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით. „ფენერბახჩეს“ მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს მიულერით სურს შეცვალოს დუშან ტადიჩი და ედინ ჯეკო, რომლებიც ამ სეზონის შემდეგ დატოვებენ თურქულ გუნდს.