„ფენერბაჰჩე“ ევროლიგის პირველი ფინალისტია
„ფენერბაჰჩე“ ევროლიგის პირველი ფინალისტია

​საკალათბურთო ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი, თურქეთის “ფენერბაჰჩე” ფინალის პირველი მონაწილე გახდა.
ბელგრადში მიმდინარე “ოთხთა ფინალის” პირველ ნახევარფინალში თურქულმა კლუბმა წლევანდელი ტურნირის სენსაცია “ჟალგირისი” დაამარცხა – 76:67.

აღსანიშნავია, რომ ლიტვური კლუბი ერთხელაც არ ყოფილა დაწინაურებული, უფრო მეტიც 0:0-ის შემდეგ, ანგარიში არც ერთხელ არ გათანაბრებულა. “ფენერბაჰჩეს” მაქსიმალური უპირატესობა 13 ქულა იყო, რომელიც მესამე მეოთხედში დაფიქსირდა, თუმცა მეოთხე მეოთხედის სტარტზე, “ჟალგირისმა” სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, რასაც “ფენერბაჰჩეს” 8:0 გაქცევა მოჰყვა და თურქებმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ სტამბოლური კლუბის გამარჯვებაში მთავარი წვლილი რეზერვისტებმა შეიტანეს, რომლებმაც 53 ქულა დააგროვეს, სასტარტოების მონაგარი კი 23 ქულა იყო.

ფენერბაჰჩე-ჟალგირისი 76:67

19:13, 20:20, 15:17, 22:17

ფ: უონამეიკერი (9), ვესელი (8), დიუვერიოგლუ (4), კალინიჩი (2), გუდურიჩი (0) – სასტარტო; დიქსონი (19), დატომე (16), სლუკასი (14), მელი (4+6 პასი+5 ჩაჭრა), ნანელი (0), ტომპსონი (0).
ჟ: პანგოსი (16), დევისი (12+11 მოხსნა), ულანოვასი (7), ტუპანი (6), იანკუნასი (4) – სასტარტო; უაიტი (10), მიციჩი (5), კავალიაუსკასი (5), უდრიხი (2), მილაკნისი (0).