ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ წლის საუკეთესო მწვრთნელად ლუის ენრიკე დაასახელა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. IFFHS-ის მიერ დაწესებული ჯილდო მან კარიერაში მეორედ მოიგო.
ენრიკემ 222 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ენცო მარესკა, ხოლო მესამეზე – ჰანსი ფლიკი („ბარსელონა“).
ლუის ენრიკემ 2025 წელს „პარი სენ-ჟერმენს“ ექვსი ტიტული მოაგებინა. მასთან ერთად გუნდი პირველად გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
ესპანელი სპეციალისტი პირველ ადგილზე 2015 წელსაც გავიდა, როდესაც „ბარსელონას“ ედგა სათავეში.
IFFHS-ის ვერსიით, 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ათეული:
- ლუის ენრიკე – ესპანეთი, „პარი სენ-ჟერმენი“ — 222 ქულა
- ენცო მარესკა – იტალია, „ჩელსი“ — 60 ქულა
- ჰანსი ფლიკი – გერმანია, „ბარსელონა“ — 57 ქულა
- ვინსენ კომპანი – ბელგია, „ბაიერნი“ — 42 ქულა
- მიკელ არტეტა – ესპანეთი, „არსენალი“ — 24 ქულა
- ანტონიო კონტე – იტალია, „ნაპოლი“ — 21 ქულა
- სიმონე ინძაგი – იტალია, „ინტერი“ / „ალ ჰილალი“ — 17 ქულა
- ხაბი ალონსო – ესპანეთი, „ლევერკუზენი“ / „რეალი“ — 14 ქულა
- აბელ ფერეირა – პორტუგალია, „პალმეირასი“ — 10 ქულა
- კრუნოსლავ იურჩიჩი – ხორვატია, „პირამიდსი“ — 9 ქულა