ფეხბურთის ფედერაციამ ქალთა ნაკრების მწვრთნელთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა #1TVSPORT
გიორგი ჩხაიძე საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის – ეს საქართველოს ფეხბურთიოს ფედერაციის გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.
„გიორგი ჩხაიძე საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს. მწვრთნელსა და სფფ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ამოიწურა. გიორგი ჩხაიძემ საქართველოს ქალთა ეროვნული გუნდი 2021 წლის აპრილში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და ჯამში ათი მატჩი ჩაატარა. სფფ-ის სახელით, გვსურს მადლობა გადავუხადოთ გიორგი ჩხაიძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვოთ მომავალ საქმიანობაში“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.
გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით ქალთა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე რვა მატჩი ჩაატარა, ყველა წააგო და ქულა ვერ მოიპოვა, ტურნირი კი ისე დაასრულა, გოლის გატანა ვერ მოახერხა.