ფეხბურთის ფედერაციამ აკადემიის გაზრდილებს სერთიფიკატები გადასცა
ფეხბურთის ფედერაციამ აკადემიის გაზრდილებს სერთიფიკატები გადასცა

სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და სფფ-ის საფეხბურთო აკადემიის დირექტორმა ირაკლი ლილუაშვილმა აკადემიის 16-წლამდე გუნდს უმასპინძლეს.

გუნდის თითოეულ ფეხბურთელს სფფ-ის საფეხბურთო აკადემიაში სამწლიანი სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატი გადაეცა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს ალექსანდრე იაშვილმა მიმართა და წარმატებული საფეხბურთო კარიერა უსურვა. სფფ-ის აკადემიის წესდებიდან გამომდინარე, მოთამაშეები მომავალი სეზონიდან კარიერას სხვა გუნდებში გააგრძელებენ.

სფფ-ის აკადემიის 16-წლამდე გუნდი მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 17-წლამდე ლიგაში იღებს მონაწილეობას. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი ოქროს ლიგაში ასპარეზობს – გუნდის ფეხბურთელები საქართველის ასაკობრივ ნაკრებებშიც ასპარეზობენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო აკადემიების პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ორგანიზაციის ძალისხმევით საფეხბურთო ცენტრები რუსთავში, ზუგდიდში და ლაგოდეხში დაფუძნდა.