ფეხბურთის ფედერაცია ახალ პროექტს წარადგენს - 7x7 ფეხბურთი მასობრიობისთვის
ფეხბურთის ფედერაცია ახალ პროექტს წარადგენს - 7x7 ფეხბურთი მასობრიობისთვის

„დავით პეტრიაშვილის არენაზე“ ხვალ ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება – 7×7 ფეხბურთის ასოციაციის პროექტების მასტერ ლიგისა და მასტერ ქაფის პრეზენტაცია 13:00 საათზე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თბილისის მასტერ ლიგის წილისყრა.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, პროექტში საქართველოს 11 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტია ჩართული: თბილისის მასტერ ლიგაში 20 საფეხბურთო გუნდი ითამაშებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით – 212-გუნდი.

7×7 ფეხბურთის ასოციაციის ეს პროექტები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის დაფინანსებით განხორციელდება. მიზანი კი ფეხბურთის მასობრიობის გაზრდასთან ერთად და ქართულ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.