ავსტრალიის ჩემპიონატი 22 აპრილამდე შეჩერდება, – იუწყება ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
ავსტრალიის ჩემპიონატის უკანასკნელი მატჩები ცარიელ ტრიბუნებთან, მაყურებლის გარეშე ტარდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 55 ეროვნული ჩემპიონატიდან 54 შეჩერებულია და გამონაკლისს მხოლოდ ბელარუსი წარმოადგენს.