ფეხბურთის ჩემპიონატი ავსტრალიაშიც შეწყდა

14:01, 24.03.2020

ავსტრალიის ჩემპიონატი 22 აპრილამდე შეჩერდება, – იუწყება ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

ავსტრალიის ჩემპიონატის უკანასკნელი მატჩები ცარიელ ტრიბუნებთან, მაყურებლის გარეშე ტარდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 55 ეროვნული ჩემპიონატიდან 54 შეჩერებულია და გამონაკლისს მხოლოდ ბელარუსი წარმოადგენს.

მსგავსი