ფეხბურთი | ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენში“ ვარჯიში განაახლა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი მოედანს დაუბრუნდა და ტრავმის შემდეგ „სენტ-ეტიენში“ სრული დატვირთვით პირველად ივარჯიშა – ინფორმაციას ფრანგული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„სტად დე რეიმსზე“ მტკივნეული მარცხის (0:1) შემდეგ „სენტ-ეტიენმა“ ბულონში მნიშვნელოვანი თამაშისთვის მზადება დაიწყო. შეხვედრა შაბათს „სტად ჟოფრუა-გიშარზე“ უნდა გაიმართოს.
„ბულონთან“ მატჩში მოუთმენლად ელიან ზურიკო დავითაშვილის დაბრუნებას. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა ვინგერმა სამშაბათს ვარჯიში განაახლა.
ქართველმა ლეგიონერმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.