ფეხბურთი | ზურიკო დავითაშვილმა „ბასტიასთან“ დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა საფრანგეთის ლიგა 2-ში, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა „სენტ-ეტიენმა“ და აუტსაიდერ „ბასტიასთანმხოლოდ ქულას დასჯერდა – 2:2.

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგის მე-17 ტურის საშინაო შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და წონასწორობა ორჯერ აღადგინა, 24-ე და 81-ე წუთებზე. მასპინძლებს მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ 87-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ტარდიუმ ვერ გაიტანა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში „სენტ-ეტიენმა“ 30 ქულა დააგროვა, „ტრუას“ (32) ვერ გადაასწრო და მე-2 ადგილზეა. დავითაშვილის ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.