ფეხბურთი | ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ პლეიოფის პირველ ეტაპზე „როდეზს“ შეხვდება #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასასვლელად ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენის“ პირველი მეტოქე გაირკვა – ლიგა 2-ის პლეიოფის მეოთხედფინალში მეხუთეადგილოსანმა „როდეზმა“ მეოთხე ადგილზე გასული „რედ სტარი“ 3:2 დაამარცხა.
ამრიგად, 15 მაისს „სენტ-ეტიენი“ პლეიოფის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე „როდეზს“ დაუპირისპირდება. ამ მატჩში მოგებულს კი ლიგა 1-ის მე-16 ადგილზე გასულ გუნდთან („ლე ავრი“, „ნიცა“ ან „ოსერი“) ორმატჩიანი ფინალი ელის – გადამწყვეტი შეხვედრები 21 და 24 მაისს არის დაგეგმილი.
საფრანგეთის ლიგა 2-ის რეგულარულ სეზონში „სენტ-ეტიენი“ „როდეზს“ ორჯერ შეხვდა – პირველი მატჩი 4:0 მოუგო, მეორე წრეში კი 1:2 დამარცხდა.