ფეხბურთი | ზურიკო დავითაშვილის მეხუთე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში – „სენტ-ეტიენმა“ „პო“ დაამარცხა #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურში „სენტ-ეტიენმა“ „პოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით – 6:0 დაამარცხა.
ზურიკო დავითაშვილი სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 5:0 იყო, რამდენიმე წუთში კი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის მეხუთე გოლია. მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, დავითაშვილმა საკმაოდ მაღალი შეფასება – 7.6 ქულა მიიღო.
12 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 23 ქულით მეორე ადგილზეა.
იტალიის სერია B-ში „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „ენტელას“ უმასპინძლა და 4:0 მოუგო. გიორგი კვერნაძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა და 7.1 ქულა დაიმსახურა.
„ფროზინონე“ 10 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-4 ადგილზეა.