ფეხბურთი | ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეულები ლიგის ოფიციალურმა გვერდმა (Ligue 2 BKT) დაასახელა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 23-ე ტურში „სენტ-ეტიენმა“ გასვლით მატჩში „გენგამს“ 2:1 სძლია. მატჩის გმირი ზურიკო დავითაშვილი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ანგარიშზე ლიგა 2-ში 10 გოლი, ერთი საგოლე გადაცემაა და ამ მაჩვენებლით ბომბარდირთა დავაში ლიდერთა შორისაა.
„ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთში გამორჩეულ სეზონს ატარებს“, – ასეთი კომენტარით გამოაქვეყნა ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა ქართველი ფეხბურთელის ფოტო.