ფეხბურთი | ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს და ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, – ასეთია ანალიტიკური ინტერნეტპორტალ Sofascore-ის შეფასება.
საქართველოს ნაკრების შემტევმა საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და გადამწყვეტი როლი ითამაშა „ბასტიასთან“ ქულის მოპოვებაში – 2:2.
დავითაშვილმა წონასწორობა ორჯერ – 24-ე და 81-ე წუთებზე აღადგინა. Sofascore-მა ქართველ ლეგიონერს 8.5 ქულა დაუწერა, რაც ტურში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.
