ფეხბურთი | ზურიკო დავითაშვილი – საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება დიდი პატივია #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის (UNFP) დაჯილდოებაზე, სადაც იგი ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
25 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ლიგა 2-ის სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში თავი 14 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა მომცა. ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ გუნდმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.
კიდევ ერთხელ მადლობა ამ ჯილდოსთვის. ბოდიშს გიხდით, რომ საღამოს ვერ დავესწარი, რადგან ჩვენთვის სეზონი ჯერ არ დასრულებულა – წინ პლეიოფის მატჩები გველის. მინდა, „ტრუასა“ და „ლე მანს“ ლიგა 1-ში გასვლა მივულოცო, მათ შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს“, – თქვა ზურიკო დავითაშვილმა.