ფეხბურთი | ზურიკო დავითაშვილი „კლერმონთან“ მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT
ფეხბურთი | ზურიკო დავითაშვილი „კლერმონთან“ მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT

დიდი ალბათობით, ზურიკო დავითაშვილი ვერც 16 იანვარს დაეხმარება „სენტ-ეტიენს“, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-19 ტურში „კლერმონს“ „სტად ჟოფრუა გიშარზე“ უმასპინძლებს“, – ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ჰორნელანდმა განაცხადა.

„მწვანეები“, რომლებიც ამჟამად ლიგა 2-ში მეოთხე ადგილზე არიან, სამმატჩიანი მოუგებელი სერიით ხვდებიან მოახლოებულ შეხვედრას. გუნდის პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტრავმირებული ფეხბურთელების რაოდენობაა. დავითაშვილმა წინა ტურის მატჩი მცირე დაზიანების გამო გამოტოვა.

„ჟოაო ფერეირა ტრავმირებულია და ვერ ითამაშებს. პორტუგალიელი მცველი ამჟამად გამოჯანმრთელების პროცესშია, ისევე როგორც ჯოშუა დაფუსი და ზურიკო დავითაშვილი“, – განაცხადა „სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა.