ფეხბურთი | ზურიკო დავითაშვილი ბოლო ტურში „ამიენთან“ სათამაშოდ მზადაა #1TVSPORT
ფეხბურთი | ზურიკო დავითაშვილი ბოლო ტურში „ამიენთან“ სათამაშოდ მზადაა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი გამოჯანმრთელდა და, დიდი ალბათობით, „სენტ-ეტიენს“ საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში „ამიენთან“ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დაეხმარება – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

სენტ-ეტიენისა“ და „ამიენის“ მატჩი „სტად ჟოფრუა-გიშარზე“ 9 მაისს, 22:00 საათზე დაიწყება, „მწვანეების“ მწვრთნელმა, ფილიპ მონტანიემ სამატჩო განაცხადი გამოაქვეყნა – სიაში ზურიკო დავითაშვილიცაა.

„ტრუამ“ (69) ლიგა 1-ში გადასვლა უკვე გაინაღდა, ბოლო ტურში მეორე ადგილისთვის „ლე მანი“ (59), „სენტ-ეტიენი“ (57) და „რედ სტარი“ (57) იბრძვიან.

ლიგა 2-დან საფრანგეთის მთავარ ლიგაში სამი გუნდი გადადის, ორი საუკეთესო – პირდაპირ, მესამე-მეხუთეადგილოსნები კი პლეიოფში ითამაშებენ.