ფეხბურთი | ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა - გოჩოლეიშვილი „ჰამბურგში“ შეცვლაზე შევიდა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთ ლიდერს, „ჰოფენჰაიმს“ უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ჰაიდენჰაიმის“ სასტარტო შემადგენლობაში ბოლოს 8 ნოემბერს „ლევერკუზენთან“ შეხვედრაში გამოჩნდა, მაგრამ დაშავდა და მას შემდეგ დიდი ხანი მკურნალობდა.
„ჰოფენჰაიმმა“ თამაში დამაჯერებლად დაიწყო და 49-ე წუთისთვის 3:0 იგებდა. მასპინძლებმა ორი გოლი კი გაიტანეს, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა, „ჰოფენჰაიმი“ დამარცხდ და 14 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზეა, თუმცა ბუნდესლიგაში დარჩენის შანსს ჯერჯერობით ინარჩუნებს.
„ჰამბურგმა“ გასვლით მატჩში „ვოლფსბურგი“ 2:1 დაამარცხა. სტუმართა რიგებში გიორგი გოჩოლეიშვილი ამჯერად სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა.