ფეხბურთი | „ვილიარეალმა“ „რეალ სოსიედადი“ დაამარცხა - მიქაუტაძემ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
ფეხბურთი | „ვილიარეალმა“ „რეალ სოსიედადი“ დაამარცხა - მიქაუტაძემ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ლა ლიგაში „რეალ სოსიედადს“ ესტუმრა და ბოლო წუთზე გატანილი ბურთით სამი ქულა მოიპოვა – 3:2.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მე-14 ტურის შეხვედრაში თავიდან სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა. „ვილიეარეალიპერესისა და მოლეიროს გოლებით დაწინაურდა, მასპინძლებიდან თავი ჯერ სოლერმა გამოიჩინა, 87-ე წუთზე კი ბარენეჩეამ წონასწორობა აღადგინა.

მაგრამ 90+5-ე წუთზე მოლეირომ დუბლი შეასრულა და „ვილიარეალს“ გამარჯვება მოუტანა. ამ მოგების შემდეგ „ვილიარეალმა“ 32 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე დაწინაურდა და დამატებითი მაჩვენებლებით მადრიდის „რეალს“ გადაასწრო, რომელსაც ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს.