ფეხბურთი | „ვილიარეალისა“ და „ლევანტეს“ მატჩი უამინდობის გამო გადაიდო #1TVSPORT
ფეხბურთი | „ვილიარეალისა“ და „ლევანტეს“ მატჩი უამინდობის გამო გადაიდო #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალისა“ და „ლევანტეს“ მატჩი გადაიდო, რისი მიზეზიც უამინდობა გახდა.

„ვალენსიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ესპანეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, „ლევანტესა“ და „ვილიარეალის“ მატჩი არ ჩატარდება – ნათქვამია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში „ვილიარეალი“ მესამე ადგილზეა და ლიდერ „ბარსელონას“ რვა ქულით ჩამორჩება, ამასთანავე კატალონიელებზე ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.