ფეხბურთი | „ვილიარეალი“ „ბეტისთან“ დამარცხდა, გიორგი მიქაუტაძემ სრულად ითამაშა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ლა ლიგაში „ბეტისს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. მას გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ახლო მანძლიდან დარტყმული მეკარემ მოიგერია.
„ბეტისმა“ 57-ე წუთზე სტუმართა მცველის შეცდომით ისარგებლა და რუიბალის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა. 76-ე წუთზე კომესანია გააძევეს და „ვილიარეალი“ კაცნაკლული დარჩა, რითიც მასპინძლებმა ისარგებლეს და ფორნალსმა (83) მეორე ბურთი გაიტანა.
20 ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ 41 ქულა აქვს.