ფეხბურთი | ვილი სანიოლმა ტუნისის ნაკრებში მუშაობაზე უარი თქვა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ტუნისის ნაკრებში იწვევდნენ, თუმცა მოთხოვილი მაღალი ანაზღაურების გამო მოლაპარაკება ჩაიშალა, – ინფორმაციას ტუნისური გამოცემა NoussourTN-ი ავრცელებს.
მალისთან მარცხის შემდეგ ტუნისის ნაკრებმა აფრიკის თასზე გამოსვლა დაასრულა და გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანგი საბრი ლამუში გახდა. თუმცა იყო შანსი, ამ გუნდში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და მისი ტუნისელი ასისტენტი, ადელ შადლი გვეხილა.
„ტუნისის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა, ბელჰასენ ბელსამრამ აღნიშნა, რომ სანიოლისა და შადლის დუეტი ფვორიტად მიიჩნეოდა, თუმცა გადამწყვეტი პრობლემა ხელფასის საკითხი გახდა.
ვილი სანიოლმა მაღალი ანაზღაურება მოითხოვა. ადელ შადლის ენთუზიაზმისა და ეროვნულ ნაკრებში მისვლის გულწრფელი სურვილის მიუხედავად, მან ვერ შეძლო სანიოლის დარწმუნება, შეემცირებინა მოთხოვნები“, – წერს ტუნისური გამოცემა.